ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა როსტომ ერისთავისშვილისა, შანშე ერისთავის მიერ იოსებ თულაშვილისთვის მთაში წართმეული ყმა-მამულის სამაგიეროდ ბარში მამულის მიცემის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მოლარეთუხუცეს ნიკოლოზისადმი, თულაშვილისთვის რეხაში მიწის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 17ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 37/61; 33v-33r
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი სამგან

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოდ (1786), ღვინობისთვის იზ (ოქტომბრის 17) 

ბეჭედი
შენიშვნა

მოლარეთუხუცესი – მსახურთუხუცესის ხელქვეითი მოხელე, სალაროს გამგე, მოლარეთა უფროსი, ევალებოდა სამეფო სალაროს ზედამხედველობა; სალარო ისევე როგორც საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას წარმოადგენდა, სადაც საგანძური და ფული ინახებოდა. იგი მეფის ბრძანებით გასცემდა ხელფასს, საჩუქრებს. მისი შემოსავალი ნაზირის სარგოს უთანაბრდებოდა.