ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ნაცრისფერი ქაღალდი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უოდ (1786), ენკენისთვის ივ (სექტემბრის 16)
1. ახლავს 1786 წ. 15 დეკემბრის მოწმობა მელიქ ავეტიქასი, ორი წლის წინ ვალების გამო ფერიას ქმრის საქართველოდან გაქცევის შესახებ.
2. მუშრიბი (სპარს/არაბ. კომენტარიi) - 1. მწერალი, 2. მოანგარიშე, 3.ზედამხედველი; მოხელე, რომელიც აწარმოებდა, როგორც სამეფო კარის, ასევე დიდმოხელეების მიმოწერას და შემოსავლების ანგარიშს . ივ. ჯავახიშვილის აზრით იგი ზედამხედველს, მეთვალყურეს ნიშნავდა და მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედიოდა. მის მოვალეობაში შედიოდა ანგარიშის წარმოება, დავთარში შემოსავალ-გასავლის ჩაწერა და საერთოდ საქმის წარმოება. მუშრიბი ისევე როგორც თავლიდარი ყველა ქარხანაში და სალაროში იყო. იგი სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა და სარგოსაც იმის მიხედვით ღებულობდა.
3. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი. ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური. საქართველოს სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა და მემკვიდრეობითი იყო.