ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ხიზან მექვაბე ავეტიქ შაქარასშვილისა, სადავო მორიგეობის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ლაშქარნივისებისა და უზბაშებისადმი, რუსეთში წასული მებატონის ხიზნის მორიგეობიდან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 11 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3012
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
332
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
183X118; რესტავრირებული:  194X129
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ 

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უოდ (1786), სექტემბრის ია ( 11) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მექვაბე - სპილენძეულის ვაჭარი. ქვაბების დამზადების ხელოსანი.

2. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.

3. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და  სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა.     XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა  სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე  ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.

4. პირები: ფ.1461, 10/32 , 14v-15r; 

4. ფ.1753/65, გვ.36.