ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონს უოდ (1786), აგვისტოს კე (25)
1. საბუთს ახლავს 1787 წ. 7 იანვრის ოქმი ბატონიშვილი იულონისა ქვრივისთვის კუთვნილი ყმების მიბარების შესახებ.
2. პირი, ფ.1753/ 65, გვ.68-69, გადაწერილი გიორგრი ბოჭორიძის მიერ.
3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. იყვნენ სამეფო მდივნები და სადედოფლოც. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა ათ მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა .