ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა რუისელ დიაკონ სოლომონ ფანიაშვილისა, იოსებ ბასილაშვილის მიერ ძვირფასი ნივთებისა და საქონლის წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ოთარ ამილახვრიშვილისადმი, პატრონისთვის წართმეულის სრულად დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 14 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/500
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
70
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
244X117; რესტავრირებული: 260X140
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი  ორგან

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოდ (1786), ივნისის იდ (14)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. პირი, ფ.1461, 14/99,

2. პირი, ფ..1753/65, გვ66-67

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულებად გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.