ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ხშირად
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოდ (1786), აპრილის იზ (27)
1. ოქმი გაიცა თარხნიშვილის არზის საპასუხოდ, თათარ გულმაჰმადასთვის სახელოს უკანონოდ გადაცემის გამო.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 29 თებერვალს, სოვეტნიკები: შერმაზან აფხაზოვი, დიმირტი თარხანოვი.
3. მერემაეთუხუცესი/მეჯოგეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სავარაუდოდ, ამირახორის ხელქვეითი. სამეფო ცხენსაშენის მოურნე. ევალებოდა რემის (ცხენების ჯოგის) გამრავლება, გამოკვება, მოვლა და გახედვნა. ცხენებთან ერთად მერემაეთუხუცესს უნდა მოემარაგებინა სამეფო კარი ჯორებით, ვინაიდან სამეფო კარის გადაადგილებისას სწორედ ამ პირუტყვს იყენებდნენ ტვირთის გადამზიდავ ძალად.უფრო გვიანდელ საუკუნეებში მერემაეთუხუცესი შეცვალა მეჯოგეთუხუცესმა. მისდამი დაქვემდებარებულ მეჯოგეებს ევალებოდათ სამეფო ცხენების ჯოგზე ზრუნვა. მეჯოგეების მოვალეობაიყო ცხენების მეთვალყურეობა, კვიცების მოვლა, სენისაგან და ნადირისაგან დაცვა. მერემაეთუხუცესს და მასზე დაქვემდებარებულ მეჯოგეებს შეეძლოთ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ცხენებზე შეჯდომა. თანამდებობა, გარდა ცხენების ჯოგისა, დაკვაშირებული ჩანს საჯინიბოსთანაც. როგორც ჩანს, მეჯოგეები, გარკვეულწილად მეჯინიბეთუხუცესის წინაშეც ანგარიშვალდებული იყვნენ.