ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განკარგულება ერეკლე II-ისა ლაშქარნივის მანუჩარისადმი, სხალნარის, ალგეთის, დიდგორისა და ვეძისხევის ყარაულებისთვის აპრილის სამორიგეო თანხიდან ოცდახუთი დღის ჯამაგირის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 13 აპრილი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1336
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
290
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
244X142
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ 

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოდ (1786), აპრილის იგ (13)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. პირი, ფ. 1461, 9/64, 17v.

2. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.