ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იოანე მუხრანბატონიშვილისა, სადავო სახლების გაყოფის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ თამაზისადმი, იასაულისა და კალატოზების უსტაბაშის დახმარებით სახლების სამართლიანად განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 27 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 3/48 , 15r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
275
მასალა

ქაღალდი თეთრი დაწერილი შავი მელნი

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უოგ (1784), მარტის კზ ( 27) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია 1881 წ. პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ ლევან ბაგრატიო-მუხრანელის საოჯახო არქივიდან.

2.  მინაწერი საბუთის ზედა არშიაზე გადამწერი ხელით - ,,გუჯრები ბაგრატიონ-მუხრანსკის (ლევანის) ოჯახისა“.

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი, აღა - ბატონი, ბაში - თავი) -  იგივე მანდატურთუხუცესი;  მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.  ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი  განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა მებატონისგან გააქცეული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეს ტერმინი მეფე  როსტომმა შემოიღო XVII ს-ში ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი.

4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულებად გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.       

5. უსტაბაში - ამქრის (რომელიმე ხელობის ოსტატ-ხელოსანთა გაერთიანება, ამხანაგობა) უფროსი, ოსტატთა უფროსი.