ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონი უოდ (1786), მარტის ია (11)
მდივანი იოსები, მამასახლისი აშხარბეგი
1.ახლავს ბარათი მდივან იოსებისა ლაშქარნივის მანუჩარისადმი, მაისის მორიგის თეთრიდან თანხის გაცემის შესახებ.
2. ამანათქარი - მიბარებული ნივთების, ბაჟის შემნახავი.
3. ლაშქარნივისი – საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი; ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.
4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
5. პირი, ფ.1461, 9/61, 16v-17r.