ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

მოხსენება ერეკლე II-ისა პავლე პოტიომკინისადმი, თბილისის მოქალაქეებისთვის ,,ახლო ყაბახში“ ვაჭრობის დროს წართმეული საქონლის დაბრუნების და ვაჭრობის გაგრძელების ნებართვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 5 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2264
მასალა

ფოტოპირი

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ჩღპვ (1786), მარტის ე  (5)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი ჩამოტანილია მოსკოვის არქივიდან 1961 წ. ავთანდილ იოსელიანის მიერ.

2. ყაბახი — ძველი ქართული ცხენოსნური თამაში. ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის (უმთავრესად თასის) ისრით ჩამოგდება. ყაბახი ტარდება მინდორზე, რომლის სიგრძეა 75-100 და სიგანე – 20-30 მეტრი. მოედნის ცენტრში იდგმება 6 მეტრის სიმაღლის ანძა, ხოლო ანძაზე – 30 სანტიმეტრის სიმაღლის თასი. მოედნის თავსა და ბოლოში გავლებულია სტარტისა და ფინიშის ხაზები. მხედრისათვის აუცილებელია მშვილდ-ისარი. ძველად ყაბახი დიდი ინტერესით ტარდებოდა. ძველ თბილისში ყაბახისათვის სპეციალური მოედანიც კი ყოფილა მოწყობილი.  ყაბახის დროს ხშირად იმართებოდა ვაჭრობა.