ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბეითალმანი ყმა-მამულის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა ჯანასლან ჩერქეზიშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 6 თებარვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1029
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
 750X318
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოდ (1786), თებერვლის ვ (6)

დამტკიცება

 დედოდალი დარეჯანი,  გიორგი XII,  ბატონიშვილები: დავითი, იულონი, ვახტანგი

ხელრთვა
ბეჭედი
დამწერი
გამოცემები

,,ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები“, გვ.153, 2008 წ.

შენიშვნა

1. მინაწერი იმავე მელნით და განსხვავებული ხელით: ოქმი ერეკლე II-ის -  ,,ქ. ჩერქეზიშვილ ავთანდილს სამი ობოლი ქალი დარჩადა მოხუცებული დედა მანამდინ ეს ობლები დაისდებოდენ და დათხოვდებოდენ, ამისი ყმა და მამული ამათვე უნდა ეჭიროთ. რომ ამისი წერილი ავთანდილის დედისათვის გვიბოძებია. რახან ეს ობლები დათხოვდებიან, მას უკან როგორადაც ამ სიგელში აგრევე სრულად ამ ავთანდილის ყმანი და მამული ისევ ჯანასლანს დარჩება“.

2. ახლავს დიდი ზომის ქანწილი ჯვრით და ყვავილოვანი ორნამენტით, შესრულებული შავი მელნით.

3. პირი, ფ.1450, 33/253.

4. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1829 წ. 30 აპრილს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

5. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.