ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოგ (1785); იანვრის ჰ(8)
გიორგი XII
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.152
1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.
2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის ზომა: 37X153/4 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N86.
3. სახლთუხუცესი - იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
4. კოდისპური - მარცვლეულის გადასახადი კომლზე ორი კოდი = 41,2 ფუთი სახელმწიფოს სასარგებლოდ. პურის გამოსაღები.
5. კოდი – 1.მარცვლეულის საზომი ერთეული, წონა ათი ლიტრისა, უდრიდა ორ ფუთსა და ¼ 2.ხის დიდი ჭურჭელი დამზადებულიგულამოღებული მორისაგან, იხმარებოდა მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად.
6. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.