ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარ თეოდოსისა, მოხელეების მიერ საეკლესიო გლეხებისგან სურსათის გადასახადის უკანონოდ მოთხოვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მოასილებისადმი, სამონასტრო გლეხების ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 4 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1233
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
105
მასალა

ვერჟერიანი და ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
207X181
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოგ (1785), ოქტომბრის დ (4)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ჭვირნიშანი, წყლის ნიშანი, ილიგრანი — გამჭვირვალე გამოსახულება — მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ის ბოლოს. ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ის ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია.

ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ის დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV-XVI სს-ის მიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდათანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ დოკუმენტაციასა და წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულება მხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის.

2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.

3. ექსცერპტი,1451, 1/105, გვ.150rv.