ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყვითელი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონს უოგ (1785), აგვისტოს ვ (6)
1. მინაწერი r-ს ზედა აშიაზე ე. თაყაიშვილის ხელით: ,,საქ. სიძვ. III, N193“
2. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს. იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.
3. ჭვირნიშანი, წყლის ნიშანი, ფილიგრანი — გამჭვირვალე გამოსახულება — მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდსინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზეეგუტერის ან მრგვალბადიანიმანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდისიტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ისბოლოს. ამ ნიშნისმიხედვით ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ისბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია.
ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ისდამდეგიდანგვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV-XVI სს-ისმიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპულიჭვირნიშნიანიქაღალდი გაბატონდა. თუ ძველადჭვირნიშანსსავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდათანობით მან შეიძინასამეცნიეროდა დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენუთარიღო ძველ დოკუმენტაციასადა წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიანქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულებამხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის.