ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით
რესტავრირებული
ქორონიკონსა უოგ (1785); ივლისის ლ (30)
ერეკლე II
1. ამონარიდი ბრძანებიდან: ,,თელეთის სამაგიერო, რომელიც მამული … ჩვენის შვილის იულონისგან ციციშვილს უზბაშს მიეცა ის გლეხი და მამულები ამას უნდა მიაბარო, როგორც გაცვლილობის სიგელში უწერია…".
2. ახლავს იასაულ ჯამასპი ხერხეულიძის ბარათი მეფის ბრძანების აღსრულების შესახებ.
3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.
4. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.
5. ახლავს რუსული თარგმანი.
6. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1885 წ. 19 აგვისტოს.
7. საბუთს მარცხენა ზედა კიდეზე ახლავს მარკა რუსული წარწერით - ,,60 коп., 19 август".