ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მორდალ გიორგის, ქაიხოსრო და ბარამ რუსიშვილებისა, შილდაში მათი მოხნული მიწებიდან სხვების მიერ აღებული ღალის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ გიორგი გოგნიაშვილიასდმი, შილდაში მოხნული მიწის შემოსავლიდან მომჩივნებისთვის დღიურზე ერთი კოდის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 22 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1280
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოგ (1785); მკათათვის კბ (ივლისის 22)

ბეჭედი
შენიშვნა

1. მორდალი/მურდარი (სპარს.)- სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს,  XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. მორდარი ერთადერთი მოხელე იყო ვისაც ბეჭედი ებარა.  მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.

3. დღიური - მიწის საზომი ერთეული; იზომებოდა ერთ დღეში დამუშავებელი მიწის ფართობით.

4. კოდი – 1. მარცვლეულის საზომი ერთეული, წონა ათი ლიტრისა, უდრიდა ორ ფუთსა და ¼  2.ხის დიდი ჭურჭელი დამზადებულიგულამოღებული მორისაგან, იხმარებოდა მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად.  

5. მინაწერი იმავე მელნით: ,,ასლთან თანასწორ არის შემოწმებული, ზასედატელი ნათალოვი“.