ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოგ (1785); აპრილის კდ (24), განხორციელებითგან სიტყვისა ღ(მრ)თისა ჩღპე (1785)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1928 წ. 13 ივნისს.
2. V-ზე გადამწერის ცნობა: ,,წყალობის სიგელი მიცემული ერეკლე II მიერ ქობულაშვილებისადმი 1785 წ., ნაწერი ეტრატზე, ზომით 65X46 სანტ. დედანი შეადგენს ქობულაშვილების კერძო საკუთრებას და ხელთ აქვთ ტფილისში, გრიბოედოვის ქ. N22, მცხოვრებ დავით ევგენის ძე ქობულაშვილს. პირი გადმოვიღე 1928 წ. ივნისის 13-ს. გიორგი ბოჭორიძე“.
3. მინაწერი ცნობაზე: ,,მდივანი ზურაბ ქობულაშვილი მოიკლა ლეკებისგან გორს 1785 წ.".
4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნები ჯყავდთ როგორც მეფეს ისე დედოფალს. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.