ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ტეტია დიასამიძისთვის გორის ციხის მინბაშობის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 24 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/8664
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
6
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, შესრულებული შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 224X157
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ტექსტის ბოლოს სამწერტილი

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოგ (1785), აპრილის კდ (24)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

მიმბაში/მინბაში - (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი;  მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხe-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა, წესრიგის დაცვა. ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების  საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.