ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უოგ (1785), აპრილის კბ (22)
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები - გიორგი, იულონი, ვახტანგი და კათალიკოსი ანტონ I
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.149
1. ახლავს დიდი ზომის ქანწილი, ფოთლოვანი ორნამენტით და სახის გამოსახულებით.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.