ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონსა უოგ (1785), აპრილის ზ (7)
გიორგი XII და ბატონიშვილი ბაგრატი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.149
1. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.
2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
3. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 15 ოქტომბერს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი.
4. პირი, ფ.1449/559.