ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნასახჩიბაშის ნაიბ გოგიასი, ჩხეიძეებისგან ნაყიდი მამულის მიჯნების დაზუსტების თაობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ იოანე დიასამიძისადმი, გოგიას მიწების საზღვრების დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 12 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 36/266, 173rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოგ(1785), მარტის იბ (12) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. ნასახჩიბაში - (არაბ.) ნასაღჩიბაში ნაწარმოებია სიტყვა ნასაღიდან - აკლება, აწიოკება, დასახიჩრება. ნასაღჩიბაშის ტერმინი შემოვიდა \V+++ ს.-ის მეორე ნახევრიდან და ითვალისწინებდა დამნაშავეების დასჯას. წესრიგის დაცვის მიზნით დევნიდა დანაშაულებრივ ქმედებებს. ფიზიკური სასჯელის აღმსრულებელთა უფროსი. მოხელე, რომელიც დამნაშავეებს ასოთა მოკვეთის სისრულეში მოყვანა ევალებოდათ.

2. ნასახჩინაშის ნაიბი - ნასაღჩიბაშის მოადგილე.

3. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი  მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და წესრიგის დაცვა. მაშასადამე მიმბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები იყვნენ და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.

4. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 17 ივნისს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.