ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ზაზა მეითრიშვილისადმი, მეითარ სოლომონ თარხნიშვილისთვის გაქრისტიანებული მონათლული ყმების უკლებლად მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 20 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 27/168, 82rv
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოგ(1785), თებერვლის კ (20) 

ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 26 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი: მივიღე, დავით თარხანოვი, დიმიტრი თარხანოვი.

3. დედანი, ხეც. Hd 14210.

4.  პირი ფ.1753/64, გვ.91.

5. მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას,  ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია.