ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მამუკა გუგულაშვილის ქვრივისა, იოვანე მუხრანბატონის აზნაურის მიერ მისი ათი წლის შვილის უკანონოდ ყმად წაყვანის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა სახლთუხუცეს იოვანე მუხრანბატონისადმი, დედისთვის უწლოვანი შვილის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 26 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/853
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
126
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 195X160
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოგ (1785), იანვრის კვ (26)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  საბუთის v-ზე გვიანდელი მინაწერი განსხვავებული ხელითა და მელნით, უთარიღო არზა [აზნაურის], იმავე უკვე ცამეტი წლის  ბიჭის ყმად წაყვანის შესახებ, მხოლოდ დუქანში მუშაობის პირობით.

2. სახლთუხუცესი - იგივე აბრამადი, მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

3. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.