ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ თამაზისადმი, თოფხანის განწესების თანახმად წამლის მნაყავ ქიტესასთვის ხელწერილით ოცდაათი თუმნის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1784 წ. 18 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4527
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
3
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 92X160;რესტავრირებული,: 235X226
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უობ (1784), დეკემბრის იჰ (18)

დამტკიცება

სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ.  გვ.147

შენიშვნა

1. თოფხანა – 1. დაწესებულება, თოფ-იარაღის საცავი. 2. თოფ-იარაღისა და ზარბაზნების დასამზადებელი ქარხანა; არტილერიის სახლი, არსენალი.

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდასწასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.