ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ხშირად.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უობ (1784), აგვისტოს კგ (23).
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: გიორგი, იულონი, ვახტანგი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.147.
1. r-ს ზედა არშიაზე მინაწერი გადამწერის ხელით: ,,ანდრონიკაანთ გუჯრები სოფ. ფხოვლიდან 1881წ.“.
2. ეშიკაღასბაში ხალვათხანის - (ხალვათხანა - ხელოსნების უბანი, სადაც ძირითადად თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ, თიხის ქარხანა). თიხის ჭურჭლის ქარხნის ზედამხედველი და გადასახადების ამკრეფი.ყოფილა ორი ხალვათხანის ეშიკაღასბაში.
3. ეშიკაღასბაში არმის - (არამი, არამხანა - საჯალაბო, ჯალაბის სადგომი სახლი). სასახლის საქმეების მომწესრიგებელი. არმის ეშიკაღასბაში garda სასახლის dacvisa mis sameurneo საქმეებსac აწესრიგებდა. ყოფილა ორი არმის ეშიკაღასბაში - ქართლის და კახეთის. ქართლის არმის ეშიაღასბაშის მოვალეობა იყო სასახლის სამსახური წესრიგის დაცვის მხრივ, სასახლის იასაულების ხელმძღვანელობა და მათი სათანადო გაწვრთნა.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.