ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ, იშვიათად სამი წერტილი
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უკჱ (1740), ენკენისთვის კბ (სექტემბრის 22)
თეიმურაზ II
1. მეფე თეიმურაზმა ავალიშვილებს უწყალობა ყმა-მამული, ბატონიშვილ ერეკლესთან ერთად ინდოეთში მგზავრობისა და ერთგული სამსახურის სანაცვლოდ.
2. ახლავს რუსული ადმინისტრაციის რეგისტრაცია 1825 წ. 1 სექტემბრის, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
3. სახასო - 1. სამეფო საკუთრება; 2.ფეოდალის სახლის საერთო-საგვარეულო ქონება.
4. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს. იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.
5. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.