ქაღალდი
ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უობ (1784), ივლისის გ (3)
1. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.
2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი) – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
3. პირი, ფ.1461, 9/37, 11v-12r.