ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ის ქიზიყის მოურავ ზაქარიას და ნაცვალ თადიასადმი, დეკანოზ ნიკოლოზის ყმების ხელშეუხლებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1784 წ. 29 მაისი
ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/8715
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
4
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
160X156;  რესტავრირებული: 185 X183
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უობ (1784), მაისის კთ (29)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

2. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას;  სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.

3. ქევხა/ქემხა (სპარ) - მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი არაქართულ სოფლებში; ქალაქში საპატიო, მაგრამ დაბალი რანგის მოხელე, მისი ფუნქცია იყო სოფლებში წესრიგის დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება  . მცირე მნიშვნელობის საქმეების გარჩევა სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციებს ასრულებდა .