ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი ერეკლე II-ისა მდივან იოსებისადმი, ნათლულ იაკობისთვის ხელწერილით ათი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1784 წ. 3 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1274
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
22; 26
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
84X140
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უობ (1784), მაისის გ (3)

დამტკიცება

სახლთუხუცესი იოანე, მდივანი იოსები

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

 ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ.  გვ.145

შენიშვნა

1. V-ზე ახლავს ბარათი სახლთუხუცეს იოანესი თავლიდარ ნასყიდასადმი, იოსებისთვის მადნის ათისთავიდან თეთრის მიცემის შესახებ.

2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

4. თავლიდარი/თავილდარი - მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს   როგორც ნატურით ისე ფულად  და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. საბა მას ქართულად გამგეთუხუცესს უწოდებს. პ. უმიკაშვილი - ,,მოხელე შემოტანილ-შემოსატანის, შემოსავლის, ნივთის ანუ ფულის მიმღებელი, მბარებელი“. იგი სამეურნეო ხასიათის მოხელეა, მმართველობის სამეურნეო და საფინანსო ხასიათის დარგში. სალაროს თავლიდარი და საჯინიბოს თავლიდარი. თავლიდარი ინახავდა ნივთებს საწყობში, გასცემდა მას და აწარმოებდა ანგარიშს. ქარხნის შემოსავლის თავლიდარი, სამდივანბეგოს შემოსავლის თავლიდარი.