ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უობ (1784), აპრილის ჰ (8)
1. ოქმს ახლავს გასაცემი სურსათის ნუსხა.
2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.
3. ულუფა - სარჩო, განსაზღვრული საზრდო; ჯამაგირი ხორაგით; დღიური სარჩო.
4. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული