ქაღალდი
მოყვითალო ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უობ (1784), მარტის ი (10)
1. მეფის მინაწერი ბრძანებაზე: ,,სანამდის წყალცოტაობა იყოს ახლავ უნდა აჰყარო, თორემ წყალდიდობაში ჩვენ ვეღარ გავერევით, არამც წახდეს ვინმე".
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1813 წ. 17 მაისს.
3. მეღვინეთუხუცესი - მოხელე, ღვინის სახელმწიფო გადასახადის კულუხის უზენაესი მეთვალყურე, ხე3ლმძღვანელობდა განსაკუთრებულ დაწესებულებას ,,საღვინეს“ სადაც ინახებოდა ყველაფერინ რაც მეღვინეობას და მევენახეობას ესაჭირეობოდა: ღვინის ჭურჭელი, ვენახის დასამუშავებელი იარაღები, საყინულე, მარნები, სადაც ყურძენი იწურებოდა. ჰყავდა ხელქვეითი მოხელეები: საღვინეს მოლარე, მეკულუხე, ქონების მცველი, მეღვინე, თავლიდარი და სხვა.
4. კულუხი - ღვინის ფეოდალური გადასახადი, ღვინის ბეგარა.