ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნიქოზელი იულიოსისა, წართმეული საეკლესიო მამულის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის იასაულებისადმი, ეკლესიისთვის მამულის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1784 წ. 3 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451/3-10, 97r
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უობ (1784), მარტის 3

ბეჭედი
შენიშვნა

1. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.                      

2. ექსცერპტი, ფ.1451/3-10, 97r, ნიქოზის ეკლესია.