ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უობ (1784), თებერვლის კდ (24)
1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.
2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის ზომა: 213/4,X103/4 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N23.
3. მეფის მინაწერი ოქმზე: ,,თუ რომ ამ მჭედლიძის სიტყვა გამართლდება, მაშინ ნიქოზელმა ისევ უნდა დააბრუნოს, რაც ღალა ან კულუხი გამოერთმიოს".
4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
5. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.
6. კულუხი - ღვინის ფეოდალური გადასახადი, ღვინის ბეგარა.