ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უობ(1784), თებერვლის À (8)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 13 აპრილს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.
2. მინაწერი: ,,მივიღე დეკანოზმა ზაქარია მამაცოვმა".
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
4. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. მეფის სახლ-კარის ზედამხედველი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდა მეფის საწყობებს. ამარაგებდა სასახლეს, აგროვებდა გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს