ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი, ყორიასაულბაშ ზაზას, არმის ეშიკაღასბაშ ჯარდანის და მელიქმამასახლის ავეტიქასი ერეკლე II-ის ოქმით, სიონის დეკანოზის შვილების და დავით მეფურისშვილის სადავო ბაღების განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 27 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 37/278, 175rv
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
332X122
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონსა უო  (1782), აპრილის კზ (27)   

დამტკიცება

მელიქმამასახლისი ავეტიქა

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.IV, 1972 წ. გვ.660-661

შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 24 აპრილი, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.

3. ეშიკაღასბაში არმის - (არამი, არამხანა - საჯალაბო, ჯალაბის სადგომი სახლი). სასახლის საქმეების მომწესრიგებელი. არმის ეშიკაღასბაში გარდა სასახლის დაცვისა მის სამეურნეო საქმეებსაც აწესრიგებდა. ყოფილა ორი არმის ეშიკაღასბაში - ქართლის და კახეთის. ქართლის არმის ეშიაღასბაშის მოვალეობა იყო სასახლის სამსახური წესრიგის დაცვის მხრივ, სასახლის იასაულების ხელმძღვანელობა და მათი სათანადო გაწვრთნა.

4. მელიქმამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და ეწოდა მელიქმამასახლისი, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციაში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება, მაგ. ნასყიდობის წიგნების.