ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა, ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესიის ყმების მიერ ლაშქარნადირობაში მონაწილეობის თავიდან აცილების გამო მათთვის ჯარიმის დაწესების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1756 წ. 23 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451, 1/45, 112v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმდ (1756), ოქტომბრის 23.

ბეჭედი
შენიშვნა

1.  ალავერდის წმიდა  გიორგის ეკლესიის  ყმების მიერ ლაშქარნადირობაში  მონაწილეობის თავიდან აცილების გამო ერეკლე II-მ   ჯარიმის დააწესა:, რომელიც  განაწილდა სანახევროდ სამეფო ხაზინასა და ეკლესიას შორის.

2. ფ.1451, 1/45, 112v, ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესია.

3. ლაშქარნადირობა - სამეფო ნადირობის დროს სამხედრო სავალდებულო საომარი ვარჯიში.  ნადირობისას მონადირეები სწავლობდნენ მარჯვე სროლას, სიმკვირცხლეს, განსაცდელის ატანას, დისციპლინას. ამიტომ მეფე არავის ათავისუფლებდა ლაშქარნადირობისგან მოხუცებისა და უძლურების გარდა.