ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უობ(1784), იანვრის ზ (7), ქრისტეს აქეთ ჩღპდ (1784)
მოგვიანებით 1799 8 ივლისს წყალობას ამტკიცებს გიორგი XII
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 31 აგვისტოს, სოვეტნიკი დიმირტი თარხანოვი.
2. მინაწერი: ,,ჩემი მეუღლის დიმიტრი თუმანოვის შეტანილი სიგელი მივიღე კნეინა სალომე თუმანოვა".
3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
4. მდივანმწიგნობარი - უპირველესი მდივანი მეფის კარზე, მეფის საქმიანი დოკუმენტების შემდგენელი და დამწერი. რანგით მდივანზე მაღლა მდგომი მოხელე.