ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულ სახიასადმი, შუამთის მონასტრის თარხანი ყმებისგან აკრეფილი გადასახადის ეკლესიის მოძღვართმოძღვრ [ნიკოლოზისთვის] მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 29 სექტემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2051
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
56
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
3
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783), ენკენისთვის კთ (სექტემბრის 29)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. ახლავს თარხანი გლეხების ნუსხა.

2. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.

3. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის ზომა: 363/4,X141/4 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი N56.

4. ამონარიდი ოქმიდან: ,,ამ სიაში თარხანი ყმები სწერიან, ამაში რომელიც ჩვენ ინდოეთს გვხლებოდეს და ან ჩვენს ბიძაშვილს ასან მირზას და ან ყვარლის ციხეში დაუთალაბათ შესულიყოს, წიგნები გაუშინჯე, იმათ კი ნურას გამოართმევ …".

5. V-ზე - 1785 წ. 24 ოქტომბრის ოქმი ერეკლე II-ის  მდივან სვიმონისადმი, უხვი მოსავლის გამო ზემოთ ხსენებული ნუსხით ეკლესიისთვის ღვინის მიცემის შესახებ.

6. ექსცერპტი, ფ.1451/1-56, გვ.172v, შუამთის მონასტერი.

7. თარხანი (სპარს.) - თავისუფალი, როგორც ყმური დამოკიდებულებისაგან, ასევე სავალდებულო ხარჯისა და გადასახადებისაგან. თარხნობის წიგნი ეძლეოდა გლეხს ან მოქალაქეს.

8. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.