ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა კალაურის მოურავ ომანის დედის მაია ციცისშვილის, ქალიშვილ ნინიასთვის ნაწყალობევი ყმების დროულად გადაცემის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის მდივან სვიმონისადმი, ნინიასთვის კუთვნილი ყმების მიბარების და ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 14 სექტემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
დედანი
შიფრი
1448/1361
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
125
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
210X158; რესტავრაციის შემდეგ: 247X161
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია არასრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783), ენკენისთვის იდ (სექტემბრის 14).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი. 

2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.