ქაღალდი
ქაღალდი თეთრი ღია ფერის ყვითელი ლაქებით, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
1783 წ., აგვისტოს 28, ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა ჩუჰნისასა
1. საბუთში აღწერილია მხარგრძელთა საგვარეულო გერბი: ,,ფარი ვერცხლის ადგილით ზედა მას დროშა ანუ ბოვარაყი ნიშანი სპასპეტობისა, რომელსაცა ზედა გამოსახულ არს ხატი ყ(ოვლა)დ წმიდის დედისა, რომელსაცა უპყრიეს მარცხნივ სიტვა იგი საუკუნოსა მამისა ძეი თვსი ქვეშე ხატისა შ(ორ)ის არს განპყრობილი მკლავი ხმლითა. მარჯვნივ ვ(ითარც)ა ცხადმყოფი გვარობითისა სიმხნისა მათისა და მარცხნივ თვარი პირქვე მდებარე და მას ზემოდან დადგმული შუბი, და ყოველი ესე არის დაგვირგვინებულ ზემო სათავადოსა გვირგვინით ამათ ყოველთა ჩინებულებათა გვარობითთა მათთა ცხად ვჰყოფთ ყოველთა მიმართ ვიდრეთ პატივიცემელ ყოფილან ვ(ითარც)ა ცხად გვიქმნიეს ამას შინა ყოვლითა სამართლითა და ნიშნითა შესაბამითა".
2. მინაწერი დამწერის ხელით: ,,მიეცა სამეფოსა ქალაქსა შინა ჩუჰნსა ტფილისსა (1783) წელსა აგვისტოსა (28) ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა ჩუჰნისასა".
3. ახლავს წითელი ლუქის ბეჭედი.
4. პირი, ფ.1753/63. გვ.44-45.