ქაღალდი
ქაღალდი ღი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩჰ (1780), მაისის იდ (14); ჩღპ
კათალიკოსი ანტონ I, ერეკლე II, არქიმანდრიტი სტეფანე, მცხეთის დიდი ეკლესიისა და კარის დეკანოზი ნიკოლოზი, მწიგნობართმთავარი დავითი
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.107-108
1. მღვდელ ლაზარეს დაეკისრა გადასახადი იოანე ავალიშვილის სასარგებლოდ სამი თუმანი.
2. ამონარიდი განაჩენიდან: ,,ეს კანონი და საუპატივო ასე მცირედ ამისთვის გაუჩინეთ, რომ შეგვეწყალა მღვდელი ლაზარე, თორემ უფრო დიდისა დასჯისა ღირსი და თანამდები იყო".
3. დიკასტერია (ბერძ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძველ ათენში) - ქართლ-კახეთის სამეფოში საკათალიკოსოსთან არსებული უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც დაარსა ანტონ I-მა დაახლოებით 1771 წ. დიკასტერიის მთავარი საზრუნავი იყო სარწმუნოების, საეკლე3სიო კანონების და ქონების დაცვა. მის შემადგენლობაში 11 სასულიერო პირი შედიოდა. სადავო საქმეებს სამი ან ხუთი წევრი იხილავდა. ირჩეოდა საეკლესიო კანონების დარღვევის მიზეზები, განქორწინების, ქორწინების გარეშე დანაშაულებრივი კავშირს, გაყრას საერო და სასულიერო პირები ერთად არჩევდნენ. მეფის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ემატებოდა საეკლესიო კანონით დაწესებული რელიგიური სასჯელი.
4. საუპატიო - გადასახადი, აღებული შეურაცხყობის მიყენებისათვის; გადასახადი უპატიობისთვის, უპატიოდ მოპყრობისთვის.