ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უოა (1783), აგვისტოს ჰ (8)
1. ახლავს დიდი ზომის ქანწილი თავსა და ბოლოში ჩიტის გამოსახულებით, შუაში ჯვრით და ყვავილოვანი ორნამენტით, შესრულებული შავი მელნით.
2. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.