ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა სარდალ იოანე გედეონისშვილისა, მერაბ ზედგინიძის მიერ საეკლესიო მამულიდან აღებული ღალის მითვისების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, იასაულის მიერ სამცხეთოს მამულიდან აღებული ღალის ეკლესიისთვის სრულად მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 25 ივლისი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 28/20, 21v-22r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783), მკათათვის კე (ივლისის 25)  

ბეჭედი
შენიშვნა

1. არზას ახლავს იმავე წლის 3 აგვისტოს ბარათი [სახლთუხუცეს]  გიორგისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, მეფის ბრძანების აღსრულების შესახებ.

 2. მინაწერი: ,,ასლი სიგელი მივიღე, ერასტი გედეონოვი".

3. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 5 მარტს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

4. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის  გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.

5. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

6. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.