ქაღალდი
ქაღალდი თეთრი ყვითელი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ტექსტის ბოლოს
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონსა ულა (1783) ,ენკენისთვის კე (სექტემბრის 25)
ერეკლე II, ბატონიშვილი ვახტანგი
1. ფ. 213/74 - საქართველოს თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულო.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. ხევისთავი - ადრეული მპარავთმძებნელისა და შემდეგ მეკობრეთმძებნელის შემცვლელი მოხელე. მისი მოვალეობა იყო დამნაშავის დევნა-აღმოჩენა. მას შეეძლო თავისი რაზმით შეჭრილიყო სოფელში და თავისი შეხედულების მიხედვით დაესაჯა ყველა, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა. ეს სახელო მსხვილი ფეოდალების ხელში იყო. ხევისთავის სასამართლო მხოლოდ სოფლებისთვის იყო გათვალისწინებული. იგი იცავდა მემამულეებს ყმების ხელყოფისაგან, არჩევდა სოფლებში ქურდობის საქმეებს. იგი სოგლის მოსამართლე იყო და სისხლის სამართლის საქმეებს არჩევდა.
4. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი. ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს, იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე იყო, ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავდა, იღებდა სტუმრებს და უჩვენებდა შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელო იყო. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.