ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა, მანუჩარ თუმანიშვილისათვის ქალაქის და სომხით-საბარათიანოს სოფლების ლაშქარნივისობის და შესაფერისი ჯამაგირის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 9 ივლისი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3016
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
256
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
169X138; რესტავრირებული:  190X165
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783), მკათათვის თ (ივლისის 9).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა და მორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება და ჯამაგირის გაცემა. ლაშქარნივისის სახელო ადგილების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ძეგლებში მოხსენიებულია „ქალაქისა და სომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა“, „საქართველოში მყოფ თათართა ლაშქარნივისობა“ და სხვა. სულ ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ლაშქარნივისი იყო.

2. ლაშქარნადირობა - სამეფო ნადირობის დროს სამხედრო სავალდებულო საომარი ვარჯიში.  ნადირობისას მონადირეები სწავლობდნენ მარჯვე სროლას, სიმკვირცხლეს, განსაცდელის ატანას, დისციპლინას. ამიტომ მეფე არავის ათავისუფლებდა ლაშქარნადირობისგან მოხუცებისა და უძლურების გარდა

3. პირი, ფ. 1461, 9/30, გვ.10r.

4. პირი, ფ.1449/3269.