ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მელაანელ ათანა ბიძინაშვილისა ერეკლე II-ისადმი, ღვინის გადასახადის პატიების თაობაზე ოქმი სახლთუხუცეს გრიგოლ ჩოლოყაშვილისა, გაცემული ერეკლე II-ის ბრძანების საფუძველზე, გადასახადის პატიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 25 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3006
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი კალიგრაფიული ხელით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
170x100
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩბ (1774), აპრილის კე (26).       

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.                      

3. მინაწერი: ,,ხელმწიფის გასაშინჯავი".

4. პირი, ფ.1753/55, გვ.54.