ქაღალდი
ქაღალდი მწვანე, გადაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ- ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონი უმდ (1756), იანვრის ით (19).
1. ოქმში მითითებულია გამიჯნულ მამულში აღებული მოსავლის რაოდენობა და პეტრიაშვილებს, მეფესა და მოხელეებს შორის გადასახადების განაწილება.
2. გადამწერის ხელით -,,ქ. ეს სწორეთ ასლის პირიდამ გარდაგვიწერია უმეტნაკლოთ წინაშე მღვთისა და მოგვირთმევია. მაისის კე (25), უპზ (1799) დეკანოზი გიორგი".
3. 1756 წ. საბუთი გადაწერა: ნაზირ-მდივან სვიმონმა, მღვდელმა დავითმა და დეკანოზმა გიორგიმ 1799 წ. 25 მაისს.
4. ბაზიერთუხუცესი - ქორ-შევარდენთა მწვრთნელების უფროსი; უძღვებოდა სამეფო ნადირობას.