ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა კარის მოხელეებისადმი, გამოსაცდელი ვადით ავთანდილ მელიქიშვილის სომხით-საბარათიანოს მხარის მინბაშად დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 1 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3643
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
286X150; რესტავრირებული:  350X168
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783), თიბათვის ა (ივნისის 1)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ერეკლე II-ის მინაწერი ბრძანებაზე: ,,წრეულობით  ოცდახუთი თუმანი გაგვიჩენია. თუ კარგად იმსახურა მერმის  ამასაც სხვა  მინბაშების ჯამაგირში გავასწორებთ“.

2. v-ზე ახლავს 1784 წ. 10 ივნისის ბრძანება  ერეკლე II-ის კარის მოხელეების და ლაშქარნივისებისადმი, კარგად მუშაობის გამო ავთანდილ  მელიქიშვილისთვის ჯამაგირის მომატების და მინბაშ ზაზა  ამირეჯიბის ჯამაგირთან გათანაბრების შესახებ.

3. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.

4. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.