ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უოა (1783), თიბათვის ა (ივნისის 1)
1. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
2. ეშიკაღასბაში ხალვათხანის - (ხალვათხანა - ხელოსნების უბანი, სადაც ძირითადად თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ, თიხის ქარხანა). თიხის ჭურჭლის ქარხნის ზედამხედველი და გადასახადების ამკრეფი.ყოფილა ორი ხალვათხანის ეშიკაღასბაში.
3. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული - ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.