ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგების და ერეკლე II-ისა, ზაქარია ციციშვილისა და ქალაქის სარდალ-მოურავ დავით ციციშვილის მძოვრეთის ციხის სადავო საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 1 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5044ა
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
გრაგნილი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
4
ზომები
1275x236
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783), აპრილის ა  (1)

დამტკიცება

მდივანბეგები: იოანე ჩოლოყაშვილი, ვახუშტი ჯავახიშვილი, ზაალ საამიშვილი; მდივანი სულხან თუმანიშვილი, ქალაქის მოურავი ევსტათი ციციშვილი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

 ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ.  209-214

შენიშვნა

1. ვახტნგ VI-ის სამართლის მე-10,11  მუხლის თანახმად გამოტანილი განაჩენი; ამონარიდი განაჩენის ,,თხრობის" ნაწილიდან: ,,ციციშვილი ზაზა უზბაში, საფიცრად რომ წაიყვანეს გამობრუნდა და თქვა: ბეჭდები მიძე[ვ]ს, როგორ დავიფიცოო, მივიდა და სამართალს ყოველივე თავეთი სიცრუე აღუარა …რადგანაც ამისთანა  საქმე ქნა ზაქარიამ, რომ საქართველოში არავისგან მომხდარიყო და არავის  გამოსჩენოდა ამისთანა სიცრუე და ამგვარის წიგნების დაწერა და ამდენჯერ  ტყუილის ბეჭდების დასხდომა, სამართალი მძიმედ მოეკითხება ზაქარიას … და მრულაშვილის ხელით რომ ის ბეჭდები მოჭრილა, იმისი მარჯვენა ხელი ან მოგვაჭრევინოს  და ან ხელის ფასი ზაქარიამ გამოიღოს…".

2. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა